რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი ცოტნე ივანიშვილი შეუერთდა.
როგორც ცოტნე ივანიშვილმა აღნიშნა, ის ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობას
"მე უბრალოდ როგორც რიგითი ქართველი ახალგაზრდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩემი ქვეყნის წინაშე. ვთვლი, რომ უნდა დავიცვა ოჯახური ღირებულებები, მშვიდობა, ნათელი მომავალი და მხარი დავუჭიროთ „ქართულ ოცნებას“. ომსა და მშვიდობას შორის არის არჩევანი. მმართველი პარტია ძალიან კარგ აქცენტებს აკეთებს და მე ყველა აქცენტს მხარს ვუჭერ და ვეთანხმები", განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press