ანკარაში, თურქეთის ავიაკოსმოსური მრეწველობის კომპანიის, TUSAŞ-ის შტაბბინაზე თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ბოლო დროინდელი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 14 ადამიანი.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიკაია მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს.
„ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა ანკარაში თურქეთის ავიაკოსმოსური მრეწველობის კომპანიის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, თავდასხმის შედეგად არიან გარდაცვლილები და დაშავებულები. საზოგადოება იქნება ინფორმირებული მოვლენების განვითარების შესახებ. გთხოვთ, გაითვალისწინეთ ოფიციალური წყაროების მიერ გაკეთებული განცხადებები",- წერს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press