ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან გოგიჩაიშვილს “ოცნების“ ორგანიზებული მოძალადეების დაჯგუფება, 20-მდე ადამიანი თავს დაესხა,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს.
როგორც გახარია აღნიშნავს, ივანიშვილი მათ ვერ დააშინებს.
"რამდენიმე წუთის წინ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან გოგიჩაიშვილს თავს დაესხა "ოცნების" ორგანიზებული მოძალადეების დაჯგუფება, 20-მდე ადამიანი.
თუ ივანიშვილს ჰგონია, რომ ჩვენ, ან ლევანს, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ებრძოდა ნაციონალური მოძრაობის მოძალადე რეჟიმს, ნაცური მეთოდებით, ძალადობით დაგვაშინებს, ძალიან ცდება!",- წერს გახარია.
„ლონდონი გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს ო...
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
Mana press