ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეობა კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს,- ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.
ლუკაშენკოს თქმით, პუტინს არასდროს უთხოვია ბელარუსისთვის ჯარების გაგზავნა უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩასართვად.
"მე ვიცი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ხასიათი და ის არასდროს ეცდება, დაარწმუნოს სხვა ქვეყანა, რომ თავისი სამხედროები ჩარიოს რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სპეციალურ ოპერაციაში. ეს იქნება ნაბიჯი კონფლიქტის ესკალაციისკენ, თუ ხაზზე იქნებიან რომელიმე ქვეყნის სამხედროები, თუნდაც ბელარუსიის. თუნდაც ჩვენ რომ ჩავერთოთ ომში, ეს იქნება გზა ესკალაციისკენ. რატომ? იმიტომ, რომ თქვენ, ანგლო-საქსები მომენტალურად იტყვით, რომ სხვა ქვეყანა ჩაერთო და ნატოს ჯარები უკრაინაში განლაგდებიან",- აღნიშნა ლუკაშენკომ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press