მიმაჩნია, რომ ამერიკის შეერთბეული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი არის არასტაბილური, სულ უფრო არასტაბილური და თანამდებობისთვის შეუფერებელი,- ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.
ჰარისისი თქმით, ტრამპი ფაშისტია.
"ამომრჩეველი ზრუნავს იმაზე, რომ აშშ-ს არ ჰყავდეს დიქტატორის და ფაშისტის თაყვანისმცემელი პრეზიდენტი. ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ მასთან თეთრ სახლში, ყველა "რესპუბლიკელი", სხვათა შორის, რომლებიც მსახურობდნენ მის ადმინისტრაციაში, მისი ყოფილი შტაბის უფროსი, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, თავდაცვის ყოფილი მინისტრები და მისი ვიცე-პრეზიდენტი, ყველა საშიშს და შეუფერებელს უწოდებს მას. მათ ცალსახად განაცხადეს, რომ ის აბუჩად იგდებს აშშ-ის კონსტიტუციას. მათ თქვეს, რომ ის აღარასოდეს უნდა იყოს აშშ-ის პრეზიდენტი. ტრამპია არის ადამიანი, რომელიც რა თქმა უნდა, ემთხვევა ფაშისტების ზოგად განმარტებას", - აღნიშნა ჰარისმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press