დონეცკის ოლქის ქალაქ სელიდოვეს რაიონში, რუსმა სამხედროებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის 4 ჯარისკაცი დააკავეს, კამერის წინ დაკითხეს და შემდეგ მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა“ ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა 2024 წლის 6 ოქტომბერს უკრაინის ეროვნული გვარდიის 4 ჯარისკაცი სამსახურებრივი და საბრძოლო დავალებების შესრულების დროს ქალაქ სელიდოვეს მიდამოებში აიყვანეს.
“სამხედრო ტყვეების მკვლელობა ჟენევის კონვენციების უხეში დარღვევაა და კვალიფიცირდება როგორც მძიმე, საერთაშორისო დანაშაული. მომხდარზე წინასწარ გამოძიებას დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლები აწარმოებენ“,- აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press