გთხოვთ და მოგიწოდებთ, ემსახურეთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეს და არა პარტიას და პარტიულ ბოსებს,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა და სამართალდამცველებს მიმართა.
გიორგი გახარიამ იმედი გამოთქვა, რომ პოლიცია საკუთარ მისიასა და მოვალეობას ღირსეულად შეასრულებს.
"თქვენი როლი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქემ გააკეთოს თავისი დამოუკიდებელი არჩევანი მშვიდ და თავისუფალ გარემოში, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა მნიშვნელობის არჩევნებია რამდენიმე დღეში. მე არასოდეს არ ვიკადრებ მოგიწოდოთ - ხმა მისცეთ ერთ, მეორე, ან მესამე მხარეს. მე უბრალოდ გთხოვთ და მოგიწოდებთ, ემსახურეთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეს და არა პარტიას და პარტიულ ბოსებს. ეს ადამიანები თავისი მოპარული ფულით, მალე გაიქცევიან ქვეყნიდან და ჩვენ ერთად პირისპირ დავრჩებით და ერთად მოგვიწევს სახელმწიფოს დაცვა",- განაცხადა გახარიამ.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press