ვერ დამისახელებთ ერთ ფაქტს, როდესაც აქცია იყო მშვიდი, წყნარი და დაიწყო შტურმი, თავდასხმა, გაზის ან წყლის ჭავლის გამოყენება,პოლიცია მაქსიმალურად იკავებს ხოლმე თავს, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
გომელაურის თქმით, "თავდასხმები ყოველთვის ოპოზიციური აქციის მონაწილეებისგან იწყება".
"თავდასხმები ყოველთვის იწყება ოპოზიციური აქციის მონაწილეებისგან. ჩვენ მაქსიმალურად ვიკავებთ თავს. მაგალითად, ახლახან იყო პარლამენტის შტურმი, გამოვწიეთ სპეცრაზმი, ყველა გამოეცალა. ანგრევდნენ, ბიჭებს თავები დაუტეხეს, ქვებს ისროდნენ შიგნით, ცეცხლი წაუკიდეს, ეს ხომ ფაქტი იყო",- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press