მსოფლიო უკვე ცხოვრობს, როგორც ერთი დიდი ოჯახი, სამწუხაროდ, ოჯახებში ხშირად ხდება უთანხმოებები, სკანდალები, ქონების გაყოფა, ზოგჯერ საქმე ჩხუბამდეც კი მიდის,- ასე მიმართა BRICS-ის სამიტის ფარგლებში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს.
მანამდე, ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ერთი დიდი ოჯახივით უნდა ცხოვრობდეს და მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა ღაზაში, ლიბანში, უკრაინასა და სუდანში.
"პატივცემულმა ბატონმა გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ჩვენ, ყველამ უნდა ვიცხოვროთ, როგორც ერთმა დიდმა ოჯახმა. ჩვენ ისედაც ასე ვცხოვრობთ. სამწუხაროდ, ოჯახებში ხშირად ხდება უთანხმოებები, სკანდალები, ქონების გაყოფა, ზოგჯერ საქმე ჩხუბამდეც კი მიდის. BRICS-ის მიზანია, შევქმნათ თანამშრომლობის აუცილებელი მექანიზმები და შევქმნათ ხელსაყრელი ატმოსფერო საერთო სახლში. ჩვენ ამას ვაკეთებთ და გავაკეთებთ, მათ შორის, გაერო-სთან მჭიდრო კოორდინაციით",- განაცხადა პუტინმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press