გავითვალისწინე ოთხივე პარტიის შეხედულება, რომ ჯობდა [პრემიერის კანდიდატურის წარდგენა] არჩევნების შემდეგ გადაწყვეტილიყო,- ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მიმდინარე პრესკონფერენციაზე "ექსპრესნიუსის" შეკითხვას პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშრებით.
"ექსპრესნიუსის" კითხვაზე : "პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უკვე შერჩეული გყავთ, თუმცა მისი დასახელება, 4 ოპოზიციური პარტიის მოსაზრების გათვალისწინებით, არჩევნების შემდეგ მოხდება. მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეები არჩევანს გააკეთებენ, რა ვადაში მოხდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება და ასევე, საინტერესოა, დასახელდება ის პიროვნება, რომელიც უკვე შერჩეული გყავთ, თუ კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები 26 ოქტომბრის შემდეგაც გაგრძელდება?" სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა:
"ქარტია ასწავლებინებს, რომ პრეზიდენტი წარადგენს პრემიერმინისტრს, მაგრამ დემოკრატია ის არის, რომ ერთმანეთის ყველაფერი გავითვალისწინოთ და მე გავითვალისწინე, ამ შემთხვევაში, ოთხივე პარტიის შეხედულება, რომ ჯობდა ეს საკითხი არჩევნების შემდეგ გადაწყვეტილიყო. მე წარვადგენ ჩემს კანდიდატს და ვნახავთ, რაზე შევთანხმდებით, როდის შევთანხმდებით. ასევე არსებობს საკონსტიტუციო ვადები. ამ ვადებში უნდა იყოს წარდგენილი პრემიერი და მისი მთავრობა და ამას უნდა დავემორჩილოთ. რთული იქნება ალბათ, საუბრები იქნება, ეს არის დემოკრატია. ადვილი არაფერი არ არის დემოკრატიაში. ბევრად უფრო მარტივია ერთი კაცის ერთპარტიული მმართველობა, მაგრამ ეს არის საზოგადოებისთვის მარტივი და მისაღები",- განაცხადა პრეზიდენტმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press