Foto

ზელენსკი - მას შემდეგ, რაც გამარჯვების გეგმა სრულად განხორციელდება, რუსეთს მშვიდობის სამიტზე ვიხილავთ

მას შემდეგ, რაც უკრაინის მიერ წარმოდგენილი გამარჯვების გეგმა სრულად განხორციელდება, რუსეთს მშვიდობის სამიტზე ვიხილავთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინამ თავის პარტნიორებს წარუდგინა გამარჯვების გეგმა, რომელიც შეიცავს ყველაფერს, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ რუსეთს არ ჰქონდეს სხვა ალტერნატივა, გარდა სამართლიანი მშვიდობისა.

“როდესაც და თუ გამარჯვების გეგმა სრულად განხორციელდება, ჩვენ ვიხილავთ რუსეთს მშვიდობის სამიტზე. ჩვენ დავინახავთ, რომ მშვიდობის ფორმულა განხორციელდა. ჩვენ დავინახავთ გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების სრულად აღდგენილ ეფექტურობას“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.