დღეს, 25 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის წინ აქცია-მსვლელობა გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მოძრაობის ცნობით, ახალგაზრდული ჯგუფები საკანონმდებლო ორგანოსთან, სლოგანით „გააგონე შენი ხმა საქართველოს“ 19:00 საათზე შეიკრიბებიან.
„დღეს, გადამწყვეტი არჩევნების წინა საღამოს, ვიკრიბებით რუსთაველზე და მსვლელობით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, მოვიდნენ არჩევნებზე და გამოიყენონ საკუთარი გადამწყვეტი ხმის უფლება ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის გადასარჩენად!
გელოდებით საღამოს 7 საათიდან, პარლამენტის წინ! აქცია იმართება ახალგაზრდული ჯგუფების ორგანიზებით",- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press