პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ დასკვნით ღონისძიებაზე დასწრებისთვის მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „ყველამ დაინახა ასიათასობით ადამიანი, ვისაც საქართველოსთვის გული შესტკივა“.
პაპუაშვილის თქმით, ეს არის ის ღირსეული საქართველო, რომელიც საარჩევნო კამპანიას 26 ოქტომბერს გამარჯვებით დაასრულებს.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც 23 ოქტომბერს აქციაზე იმყოფებოდა. ყველამ დაინახა ის ასობით ათასი მოქალაქე: მშობლები, შვილები, ექიმები, საჯარო მოხელეები - ყველა, ვისაც გული შესტკივა საქართველოსთვის. ეს არის საქართველოს რეალური სახე, ეს არის ის ღირსეული საქართველო, რომელიც 26 ოქტომბერს გამარჯვებით დააგვირგვინებს ამ საარჩევნო კამპანიას.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას და ყველას მოვუწოდო: 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი, იმისთვის, რომ საბოლოოდ დავაგვირგვინოთ გამარჯვებით ეს საარჩევნო მარათონი",- განაცხადა პაპუაშვილმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press