ჩვენ გვქონდა ბრიფინგი, სადაც უკვე დამკვირვებლად რეგისტრირებულ „ენჯეოებში“ აღმოვაჩინეთ, რომ 36% ამ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა, პირდაპირ არის დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ამ ორგანიზაციების დამფუძნებლები, ან წამყვანი თანამდებობის პირები, ან ოპოზიციის აქტივისტები, ან ოპოზიციური პარტიების შემომწირველები არიან.
მისივე მტკიცებით, ორგანიზაციების 16% „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებს.
„ამ ორგანიზაციებში ან ოპოზიციის პარტიის პარტიის აქტივისტები, ლიდერები არიან დამფუძნებლები და წამყვანი პირები, ან ოპოზიციის შემომწირველები არიან. ანუ, პირდაპირ დასტურდება, რომ ეს 36% არის დაკავშირებული ოპოზიციასთან. 16% არის ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ აწარმოებენ კამპანიას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ანუ, არჩევნებში მონაწილე ერთი პარტიის წინააღმდეგ არიან ჩართული კამპანიაში, რაც ჯამში გვაძლევს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების 52 %-ს, რომლებიც არიან მიკერძოებული და რა თქმა უნდა, მათგან მოსალოდნელი არ არის, რომ რამე ობიექტური დასკვნა იქნება“,- ამბობს პაპუაშვილი.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press