მოლდოვის მომავალი საფრთხეშია,- ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.
სანდუს თქმით, მოლდოვაში 20 ოქტომბრის არჩევნების დროს "თავისუფლებაზე უპრეცედენტო თავდასხმა იყო".
მაია სანდუმ სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის სამართლიანობა მეორე ტურში.
"მოვუწოდებ სახელმწიფო ორგანოებს, უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის სამართლიანობა, გამოაქვეყნონ გაყალბების მტკიცებულებები და დასაჯონ დამნაშავეები ხმების მოსყიდვაში. სასამართლო სისტემა ახლაც თუ არ გაიღვიძებს, მოლდოვის მომავალი ათწლეულების განმავლობაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ",- განაცხადა სანდუმ.
მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იმ ხალხის მობილიზაციის იმედი აქვს, რომლებიც ხედავენ, რომ “ქვეყანა ალყაშია".
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press