დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას ხვალ და უკვე კოალიციურ პარტნიორებთან ერთად მოვახდენთ შემდეგი კოალიციური ხელისუფლების ფორმირებას,- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავა იმედოვნებს, რომ ხვალ, საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობა ევროპულ არჩევანს გააკეთებს.
„ძალიან მაღალია საერთაშორისო მედიის ინტერესი ხვალინდელი ისტორიული არჩევნების მიმართ, ამაზე მოწმობს მათ შორის ის ბრიფინგი, რომელიც გავმართეთ 30 საერთაშორისო ჟურნალისტთან, სადაც წარმოდგენილი იყო BBC, POLITICO და ბევრი სხვა საერთაშორისო გამოცემა.
ვისაუბრეთ მოლოდინებზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხვალინდელ ისტორიულ არჩევნებზე ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები გააკეთებენ ევროპულ არჩევანს. ყველაზე მყარი და საიმედო გარანტი ხელისუფლების ცვლილების, ივანიშვილის მოშორების არის ნომერი 5, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“. დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას ხვალ და უკვე კოალიციურ პარტნიორებთან ერთად მოვახდენთ შემდეგი კოალიციური ხელისუფლების ფორმირებას",- თქვა ბოკუჩავამ.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press