ფილიპინებში ტროპიკულ შტორმ “ტრამის“ 46 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - 20 პირი კი, დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, შტორმმა ყველაზე მეტად ქვეყნის ცენტრალური რეგიონი ბიკოლი დააზარალა, სადაც სტიქიამ რამდენიმე ადგილას მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია.
როგორც მედია იტყობინება, სტიქიის გამო, 240 ათასამდე ადამიანი საევაკუაციო ცენტრებს აფარებს თავს; გაუქმდა ათობით ავიარეისი; შეწყდა საზღვაო მიმოსვლა, რის გამოც 7 500-ზე მეტი მოქალაქე პორტებშია ჩარჩენილი.
ფილიპინების პრეზიდენტმა, ფერდინანდ მარკოსმა ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში დახმარების გაგზავნის განკარგულება გასცა.
“მე პირობას ვაძლევ ჩვენს ხალხს და ვეტყვი, რომ დახმარება გზაშია. ის მოვა ხმელეთით, საჰაერო გზით, ან ზღვით“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press