შემაშფოთა საქართველოს პროკურატურის მიერ, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლების დარბევამ,- ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
უილსონის თქმით, მსგავსი ქმედებები არჩევნებამდე ორი დღით ადრე განსაკუთრებულად საგულისხმო და შემაშფოთებელია.
"შემაშფოთა საქართველოს პროკურატურის მიერ, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლების დარბევამ. ისინი არიან ატლანტიკური საბჭოს მკვლევრები, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ რუსული დეზინფორმაციის გამოსავლენად და საქართველოს სუვერენიტეტის გასაძლიერებლად. გავიგე, რომ პროკურატურამ მკვლევრებს ელექტრონული აღჭურვილობა, მათ შორის, ქალბატონ გელავას შვილის კომპიუტერი ჩამოართვა.
ცალსახად ვგმობ დარბევას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ეს მოხდა კრიტიკულ ეროვნულ არჩევნებამდე ორი დღით ადრე. დარწმუნებული ვარ, დარბევა არანაირ შედეგს არ მოიტანს, გარდა იმისა, რომ დამტკიცდება - ქალბატონი ბუზიაშვილი და ქალბატონი გელავა თავიანთი ქვეყნის პატრიოტები არიან. პასუხისმგებლობა უნდა დადგეს მათი, ვინც პროკურატურაში ძალაუფლებას გადააჭარბა",- წერს უილსონი X-ზე.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებულ ჩხრეკებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საგამოძიებო მოქმედებები, სამ სავარაუდო ე. წ. "ქოლცენტრში" ჩატარდა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press