საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
ცესკოს ცნობით, მემორანდუმი არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით ინფორმაციისა და ექსპერტული ცოდნის გაზიარებას, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული აქტივობებისა და სხვადასხვა სახის გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.
როგორც მემორანდუმის ხელმოწერის დროს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნებთან მსგავსი ტიპის თანამშრომლობა.
მისი თქმით, ასეთი დოკუმენტის გაფორმება ხელს შეუწყობს გამოცდილებაზე დაფუძნებული ინფორმაციის მიმოცვლას, სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობას და ინსტიტუციების საქმიანობების გაუმჯობესებას.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press