ხმა მივეცი ახალ საქართველოს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღეს დამარცხებული არავინ იქნება, რადგან საქართველო გაიმარჯვებს.
„მთელ საქართველოს მე მინდა, მივულოცო დღევანდელი დღე, რომელიც არის დღე ბედნიერი. მე ხმა მივეცი არა ვის ამჯერად, არამედ - რას. ხმა მივეცი ახალ საქართველოს; ხმა მივეცი იმ საქართველოს, რომლის გულისთვისაც ჩამოვედი ამ ქვეყანაში 22 წლის წინ; მივეცი ხმა იმ საქართველოს, რომელზეც ლოცულობდა ყველა ჩემი წინაპარი; მივეცი ხმა იმ საქართველოს, რომელზეც დარწმუნებული ვარ, რომ ლოცულობს მთელი საქართველო. ჩვენ საღამოს ვიქნებით ყველა გამარჯვებული. დამარცხებული არავინ არ იქნება იმიტომ, რომ გაიმარჯვებს საქართველო“,- განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press