მოვუწოდებ ბატონ გიორგი კალანდარიშვილს, რომ არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით გამოვიდეს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, “საარჩევნო უბნებზე როგორც სისტემური, ისე ინდივიდუალური დარღვევის შემთხვევები გამოიკვეთა.
“სისტემურ დარღვევებს ადგილი აქვს ბიულეტინების გაცემის პროცესში, ხდება ორ-ორი ბიულეტიების გაცემა. კომისიის წევრების კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს შემთხვევით უმნიშვნელო დარღვევა იყო, არ და ვერ იქნება მიღებული, იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი დარღვევა.
ქუთაისის მე-11 და მე-7 უბნებზე, გორის მე-80 უბანზე, დედოფლის წყაროს მე-2 უბანსა და მთაწმნიდის 31-ე უბანზე ორ-ორი ბიულეტინის გაცემის ფაქტი გამოიკვეთა. სისტემურ დარღვევას აქვს ადგილი ასევე დამკვირვებლებთან მიმართებაშიც, როდესაც მათ რეგისტრატორების უკან არ აძლევენ სათანადოდ დაკვირვების შესაძლებლობას“,- განაცხადა კორძაიამ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press