Foto

მიუხედავად ძალადობისა, ევროპამ და საქართველომ გაიმარჯვა - ბოკუჩავა

მიუხედავად ძალადობისა გაიმარჯვა ევროპამ და გაიმარჯვა საქართველომ,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, “დღეს ქვეყნის ევროპულმა მომავალმა გაიმარჯვა“.

“ქართველმა ხალხმა ამ ისტორიულ არჩევნებზე გააკეთა არჩევანი კოალიციურ მთავრობაზე, კოალიციურ ხელისუფლებაზე. ჩვენ ამ ნდობას, რომელიც მივიღეთ ქართველი ხალხისგან, ვეპყრობით ძალიან დიდი პასუხისმგებლობით, შესაბამისად, უმოკლეს დროში, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი, დავიწყებთ მოლაპარაკებებს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აუცილებლად შეიყვანს ევროკავშირში. დიდი მადლობა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც მივიდა და გააკეთა ევროპული არჩევანი”,- განაცხადა ბოკუჩავამ.