„ქართულმა ოცნებამ“ მყარი უმრავლესობა მოიპოვა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა მმართველი პარტიის ამომრჩევლებს, „ვინც მომავალზე პასუხისმგებლობა აიღო და მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროპულ, ტრადიციულ და ქრისტიანულ მომავალს“.
„როგორც უკვე იცით და ცესკოს საიტზეც გამოქვეყნდა მონაცემები, „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა მყარი უმრავლესობა. მე მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ამომრჩეველს, თითოეულ ადამიანს, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა მომავალზე ევროპულ, ტრადიციულ, ქრისტიანულ მომავალზე და „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press