ჩარევის მცდელობის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობამ ნათლად აჩვენა, რა სურს - მმართველმა პარტიამ, რომელიც მხარს უჭერს პატრიოტებს, ოჯახებს, არჩევნებში დიდი სხვაობით გაიმარჯვა,- ასე ეხმაურება საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო.
როგორც სიიარტო სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“ წერს, “ქართველებს ევროინტეგრაციის გზაზე ყველანაირ მხარდაჭერას აღმოუჩენენ“.
“კარგია, გილოცავთ! ევროკავშირში ჩვენი თავმჯდომარეობის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში და, რა თქმა უნდა, შემდგომში, ჩვენ ჩვენს ქართველ მეგობრებს ყველანაირ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ მათი ევროინტეგრაციის მცდელობებში წარმატებისთვის“,- წერს სიიარტო.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press