საქართველოში საპარლამენტო არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა,- ასე ეხმაურება რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს.
როგორც კარასინი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, “მაღალი აქტივობა, დაახლოებით 58%, სამოქალაქო ჩართულობის კიდევ ერთი მაჩვენებელია“.
“თბილისიდან შემოსული ინფორმაციით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მაღალი აქტივობა, დაახლოებით 58%, არის სამოქალაქო ჩართულობის კიდევ ერთი მაჩვენებელი. ხმების თითქმის 53%, რაც მმართველმა ქართულმა ოცნებამ მიიღო, ისევე როგორც ოთხი ოპოზიციური პარტიის პარლამენტში შესვლა, ქვეყნის შიდა პოლიტიკაში აქტიურ პერიოდს გვპირდება. ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება პროგნოზირებად და ცივილიზებულად. ამით დაინტერესებულია არა მარტო საქართველო, არამედ მთელი კავკასიის რეგიონი“,- წერს კარასინი.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press