Foto

„იმედი მაქვს, პროდასავლურ ოპოზიციურ ფრონტზე სრული ერთიანობა იქნება“ - ბოკუჩავა პრეზიდენტს შეხვდა

ძალიან კარგად ვიცით, რომ გუშინ არჩევნებში ქვეყნის ევროპულმა არჩევანმა გაიმარჯვა,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ხალხმა ნდობის მანდატი კოალიციურ პროდასავლურ ხელისუფლებას მისცა და „არა ივანიშვილის რუსულ ერთპარტიულ მმართველობას“.

“ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ გუშინ არჩევნებში გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა არჩევანმა. ხალხმა ნდობის მანდატი რეალურად მისცა კოალიციურ პროდასავლურ ხელისუფლებას და არა ივანიშვილის რუსულ ერთპარტიულ მმართველობას. ივანიშვილმა მიიტაცა საარჩევნო შედეგი, მოიპარა ქართველი ხალხის მიერ მოგებული არჩევნები. როგორც გუშინ განვაცხადეთ, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებს არ აღიარებს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტთან. გვაქვს ინტენსიური კონსულტაციები, რომელიც გაგრძელდება უახლოეს საათებში. იმედი მაქვს, სრული ერთიანობა იქნება პროდასავლურ ოპოზიციურ ფრონტზე“,- განაცხადა ბოკუჩავამ.