Foto

„ოცნებამ“ გამოიყენა სახელმწიფო რესურსები, რომ გაეძლიერებინა თავისი კამპანია და ამომრჩევლების აქტივობა შეემცირებინა - IRI-ის წარმომადგენელი

„ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა სახელმწიფო რესურსები იმისთვის, რომ გაეძლიერებინა თავისი კამპანია და ასევე შეემცირებინა ამომრჩევლების აქტივობა,- ამის შესახებ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) წარმომადგენელმა, მარგარეტა სიდერფელდმა განაცხადა.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მმართველი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს აკონტროლებდა. 

„ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა სახელმწიფო რესურსები იმისთვის, რომ გაეძლიერებინა თავისი კამპანია და ასევე შეემცირებინა ამომრჩევლების აქტივობა და ამისთვის გამოიყენა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მუდმივი დაშინება, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე იყო ნათელი.

„ქართული ოცნება“ აკონტროლებდა ბევრ ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენელს. იყო დაშინება, რომ თუ ადგილობრივი მოსახლეობა მმართველ პარტიას არ მისცემდა ხმას, შეუწყვეტდა სოციალურ დახმარებას. ჩვენთან საუბარში აღნიშნავდნენ, რომ ეს იყო სისტემატური თავდასხმა და ისინი მოითხოვნდნენ მმართველი პარტიის მხარდაჭერას და ასევე, ეს გამიზნული იყო იმისთვის, რომ დაეშინებინათ ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები.

უნდა აღინიშნოს ცესკოს კომისიის შემადგენლობის საკითხი და უნდა აღინიშნოს ოპოზიციის მიერ ნომინირებული თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნის გაუქმება. ეს ცვლილებები ნამდვილად აძლიერებს ეჭვებს პოლიტიკური მიკერძოებისა და დისბალანსის კუთხით საარჩევნო კომისიებში. სწორედ ამ მიზეზების გამო, საარჩევნო კომისიების მიმართ ნდობა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის კუთხით ძალიან, ძალიან დაბალია“,- განაცხადა IRI-ის წარმომადგენელმა. [სინქრონული თარგმანი].