ის, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ვნახეთ, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან კი არ აახლოებს, არამედ აშორებს,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არაერთი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს საარჩევნო პროცედურების დარღვევას და მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების უპრეცედენტო მასშტაბს, ძირს უთხრის პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპს და თავად არჩევნების შედეგებს.
“ის, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ვნახეთ, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან კი არ აახლოებს, არამედ აშორებს. არაერთი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს საარჩევნო პროცედურების დარღვევას და მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების უპრეცედენტო მასშტაბს, ძირს უთხრის პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპს და თავად არჩევნების შედეგებს. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და ქართულმა ოპოზიციამ არჩევნების კეთილსინდისიერება ეჭვქვეშ დააყენეს. არაერთი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს საარჩევნო პროცედურების დარღვევას და მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების უპრეცედენტო მასშტაბს, ძირს უთხრის პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპს და თავად არჩევნების შედეგებს. ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და ქართველი ხალხი იმსახურებს მიაღწიოს მიზნებს და ოცნებებს - უზრუნველყოს თავისი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი. სამწუხაროდ, ის, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ვნახეთ, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-სთან კი არ აახლოებს, არამედ აშორებს მათ. პოლონეთი გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიისა და მისი ხალხის თავისუფალი ნების მხარდაჭერას. გვახსოვს, რომ საქართველო წარსულში იყო რეფორმების პროცესის ლიდერი და ვიმედოვნებთ, რომ ის კვლავ დაბრუნდება ამ გზაზე“,- აღნიშნულია განცხადებაში.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press