ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება.
ჰელსინკის კომისია მიიჩნევს, რომ თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადასტურებს არჩევნების გაყალბებას, უნდა გაკეთდეს მკაფიო განცხადება.
"პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სერიოზული წუხილები გამოთქვა ამ შაბათ-კვირის საქართველოს არჩევნების კანონიერებასთან დაკავშირებით.
როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების დღეს, სანდო ცნობები იყო ამომრჩევლებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაშინებისა და შევიწროების, ასევე ამომრჩეველთა კონფიდენციალურობის დარღვევის შესახებ.
თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადასტურებს, რომ ეს არჩევნები მართლაც იყო გაყალბებული და არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას, მათ უნდა გააკეთონ მკაფიო განცხადება ამის შესახებ",- წერს ჰელსინკის კომისია.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press