Foto

საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ბრალდებები უსაფუძვლოა და კატეგორიულად უარვყოფთ - პესკოვი

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში რუსეთი არ ჩარეულა, ასეთი ბრალდებები უსაფუძვლოა, მოსკოვი მათ უარყოფს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორ აფასებს კრემლი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს რუსეთის მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ.

პესკოვის თქმით, ასეთი ბრალდებების გაჟღერებამ ბევრი ქვეყნისთვის სტანდარტული ხასიათი მიიღო.

"ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ მსგავს ბრალდებებს. იცით, ასეთი ბრალდებები უკვე ბევრი ქვეყნისთვის სტანდარტული გახდა. როგორც კი რამე ხდება - მაშინვე რუსეთს ჩარევაში ადანაშაულებენ. არანაირი ჩარევა არ ყოფილა და ბრალდება აბსოლუტურად უსაფუძვლოა. კატეგორიულად უარვყოფთ ამ ბრალდებებს. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მესამე ქვეყანა არ ჩაერიოს ამ არჩევნების შედეგებში. სხვათაშორის, იგივე ქალბატონმა (ზურაბიშვილმა) განაცხადა, რომ არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს. ზუსტად არ ვიცი, არის თუ არა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება, აღიაროს თუ არ აღიაროს არჩევნები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს ყველაფერი შიდა ქართული საქმეა",- განუცხადა პესკოვმა.