ჩვენი პარტია „ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებს,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, „სიხარბემ მიგვიყვანა იმ ძალიან კრიზისულ მდგომარეობასთან, რაშიც ახლა ვიმყოფებით“.
„ოცნებას“ და პერსონალურად ივანიშვილს ბოლო შანსი ჰქონდა, გადაერჩინა ქვეყნის ევროპული მომავალი და სამართლიანობის განცდა ამ ქვეყანაში. ჩემდა სამწუხაროდ, ეს ბოლო შანსიც არ გამოიყენეს და ეს ბოლო შანსი უნდა ყოფილიყო სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ქვეყნის ისტორიაში ამ პოზიტიური როლის შესრულებას, ძალაუფლების შენარჩუნება და საკუთარი მილიარდების გადარჩენა ამჯობინა. სიხარბემ მიგვიყვანა იმ ძალიან კრიზისულ მდგომარეობასთან, რაშიც ახლა ვიმყოფებით... ჩვენი პარტია „ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებს“,- განაცხადა გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press