Foto

შვედეთი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას წყვეტს

შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას წყვეტს. ამის შესახებ განცხადება შვედეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, ბენჟამინ დოუსამ გააკეთა.

დოუსას თქმით, საქართველოში გარკვეული პერიოდის განმავლობაში განვითარება საგანგაშო იყო და ამას საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევებიც ადასტურებს.

"საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შაბათს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები ამას ადასტურებს. მცდელობები, ხელი შეეშალოს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას თავისი დემოკრატიული როლის შესრულებაში, კერძოდ, შემზღუდავი კანონმდებლობით, ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, მთავრობა აჩერებს შვედეთ-საქართველოს მთავრობის პირდაპირ თანამშრომლობას, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, მათ შორის საქართველოს საგადასახადო ორგანოსთან",- განაცხადა დოუსამ.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირთან კვლავ დაახლოების შემთხვევაში, შესაძლოა, ურთიერთობები განახლდეს.