ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი და „მეგობარი აქტის“ ავტორი ჯო უილსონი საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმაურება.
უილსონი აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ზე მცირე განცხადებას აქვეყნებს და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებს.
„ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის მხრიდან სამარცხვინოა, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მიერ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ავტორიტარულ მიტაცებას ლეგიტიმაციას აძლევენ“,- წერს უილსონი.
რაც შეეხება ბლინკენის განცხადებას, რომელიც მან საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით X-ზე გაავრცელა, მასში ნათქვამია, რომ „ქართველმა ხალხმა დემოკრატია მიიღო. საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, აღმოფხვრან ხარვეზები საარჩევნო პროცესში და წაიყვანონ საქართველო ევროატლანტიკური მომავლისკენ“.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press