შემდეგი სადგური „ნეოკოლონიალიზმი“,- ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას.
როგორც ზახაროვა Telegram-ზე წერს, შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს „შემდგომი შედეგებით“ დაემუქრა.
„შეერთებული შტატები საქართველოს „შემდგომი შედეგებით“ დაემუქრა, თუ მისი მთავრობა კურსს არ შეცვლის. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. დემოკრატია, ბატონო, მოვედით. შემდეგი სადგური „ნეოკოლონიალიზმი“,- წერს ზახაროვა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press