თუ საქართველოს მმართველი პარტია ასე დარწმუნებულია თავის “პატიოსან გამარჯვებაში“, ის დაუყოვნებლივ დაიწყებს დამოუკიდებელ გამოძიებას გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებაზე,- ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთიმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
როგორც როთი წერს, ევროკავშირმა საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები არ უნდა აღიაროს.
“თუ საქართველოს მმართველი პარტია ასე დარწმუნებულია თავის “პატიოსან გამარჯვებაში“, ის აუცილებლად, დაუყოვნებლივ დაიწყებს დამოუკიდებელ გამოძიებას თაღლითობის ყველა ბრალდებაზე. ამის შემდეგ გადაწყვეტილება ახალი არჩევნების შესახებ დამოუკიდებელი ანგარიშის საფუძველზე უნდა იქნას მიღებული. ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს ეს არჩევნები“,- წერს როთი.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press