26 ოქტომბრის არჩევნები არის მიტაცებული რუსული სპეცოპერაციით და ჩვენი კოალიცია, “ძლიერი საქართველო“ არ აპირებს მისცეს ლეგიტიმაცია პროცესს, რომელიც იყო არა არჩევნები, არამედ რუსული სპეცოპერაცია,- ამის შესახებ ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილის თქმით, “ძლიერი საქართველოს შტაბში ამ დროისთვის ათობით მძიმე, სისტემური დარღვევის ფაქტია თავმოყრილი“.
“ძლიერი საქართველოს სახელით, მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, 26 ოქტომბრის არჩევნები არის მიტაცებული რუსული სპეცოპერაციით და ჩვენი კოალიცია, “ძლიერი საქართველო“ არ აპირებს მისცეს ლეგიტიმაცია პროცესს, რომელიც იყო არა არჩევნები, არამედ რუსული სპეცოპერაცია და შესაბამისად მის შედეგებს, რომელიც არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.
ძლიერი საქართველოს შტაბში ამ დროისთვის თავმოყრილია ათობით მძიმე, სისტემური დარღვევის ფაქტები. ყველა ამ მასალის ანალიზზე დაყრდნობით ჩვენ იდენტიფიცირებული გვაქვს მიტაცების სქემის შავი ყუთი და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ საარჩევნო ადმინისტრაციისგან უტყუარი მასალის გასაჯაროებას, რომელიც დაამტკიცებს მიტაცების სპეცოპერაციას.
ამ მასალების არ გასაჯაროება დაადასტურებს იმას, რომ სწორედ ეს არის შავი ყუთი, რომელიც ინახავს ინფორმაციას დანაშაულების შესახებ და სწორედ ეს არის ის სქემა, რომლითაც მიიტაცეს არჩევნები. მე ვსაუბრობ არაფერ განსაკუთრებულზე, მე ვსაუბრობ იმაზე, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას, თუ არაფერი აქვს დასამალი და თუ ყველაფერი კანონის შესაბამისად ჩატარდა, მაშინ მათ უნდა გაასაჯაროონ ამომრჩეველთა სია, რომლებიც უბნებზე რეგისტრირებულები არიან როგორც კენჭისყრაში მონაწილე პირები.
თუ არ გაყალბებულა, თუ არ გამოყენებულა მასობრივი სქემა, რომელზეც ჩვენ გუშინ დეტალურად ვისაუბრეთ, მაშინ არ უნდა იყოს პრობლემა, გასაჯაროვდეს იმ ამომრჩევლების სია, რომლებიც რეგისტრაციაში არიან გატარებულები, როგორც არჩევნებში მონაწილეები. წინააღდმეგ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ეს სია ინახავს მტკიცებულებებს ჩადენილი სისტემური დანაშაულის შესახებ.
ამასთან, მე მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ჩვენი შტაბი, ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან ამ ეტაპზე დაწერილია ათეულობით საჩივარი, რომელიც ეხება მძიმე დარღვევებს საარჩევნო პროცესში, დაწყებული ამომრჩევლის ნების ფარულობის დარღვევით, გაგრძელებული ისეთი მძიმე დარღვევებით, როგორიც არის ზეწოლა და უპრეცენდენტო შევიწროება დამკვირვებლებისა, რომლებიც პროცესზე დარღვევების აღმოჩენის შემდეგ ხდებოდნენ მსხვერპლნი მათ შორის ფიზიკური და ფსიქოლოგოური ანგარიშსწორების, სხვისი პირადობის მოწმობებით ხმის მიცემის არაერთი მცდელობა და არაერთი ფაქტი, მარკირების წესის დარღვევა, ორი ბიულეტენის გაცემა ერთ ამომრჩეველზე, დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში, ძალადობის არაერთი შემთხვევა, რომელსაც უშუალო გავლენა ჰქონდა საარჩევნო პროცესზე.
ამ და სხვა დარღვევების დოკუმენტირება შესაბამისი მასალის შეგროვება ახლაც მიმდინარეობს ჩვენს შტაბში, ჩვენ გავაგრძელებთ ბოლომდე ყველა სამართლებრივი და არასამართლებრივი და კანონიერი საშუალების გამოყენებას, რომ რუსული სპეცოპერაცია, რომელიც ივანიშვილმა 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის წინააღმდეგ განახორციელა, ამასთან დაკავშირებით გაირკვეს სრული სიმართლე და დამტკიცდეს ქართველი ხალხის ნება. ეს არჩევნები არის მიტაცებული, ჩვენ არ ვცნობთ ლეგიტიმურად არც პროცესს და არც შედეგებს“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press