არჩევნების გაყალბების დამტკიცებას დრო სჭირდება, ეს არჩევნების გასვლიდან ერთ და სამ დღეში ვერ დამტკიცდება,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, თენგო თევზაძემ გადაცემაში “ეკა კვესიტაძის განსხვავებული აქცენტები“ განაცხადა.
თევზაძის თქმით, “არჩევნების აღიარებისთვის საყოველთაობა, ფარულობა, თანასწორობა და თავისუფალი ნების გამოვლენაა საჭირო“.
“პირდაპირ ვამბობ, ამას დრო სჭირდება, ეს არჩევნების გასვლიდან ერთ დღეში და სამ დღეში ვერ დამტკიცდება, რადგან ეს მხოლოდ “ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული არჩევნები არ არის. ამას სხვა სახის ადმინისტრირება მოჰყვა. ეს არ არის მარტივად დაორგანიზებული საკითხი, ამისთვის დიდი ხანი ემზადებოდნენ. აქ საუბარია იმაზე, რომ თავიანთი მხარდამჭერების სტატისტიკა ძალიან მაღლა ასწიეს და მიიღეს ისეთი მონაცემები, რომელიც, საბოლოო ჯამში, საკუთარ ამომრჩეველშიც კითხვის ნიშანს აჩენს, რადგან გამორიცხულია ამ მასშტაბის აქტივობაში ყველა ამომრჩეველი მისულიყო და “ქართული ოცნებისთვის“ დაეჭირა მხარი. არჩევნები რომ ვაღიაროთ, ამისთვის 4 პრინციპის დაცვაა საჭირო: საყოველთაობა, ფარულობა, თანასწორობა და თავისუფალი ნების გამოვლენა. ეს არჩევნები კი, ფარულად არ ჩატარებულა“,- განაცხადა თენგო თევზაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press