იმისათვის, რომ ჩავატაროთ ექსპერტიზა, მოვითხოვთ, გადმოგვცენ ბიულეტენის ნიმუში, რომელზეც ხმა არის მიცემული,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.
კორძაიას თქმით, “ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ” საქართველოს ყველა უბნის შედეგები გაასაჩივრა.
“ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ” გაასაჩივრა მთელი საქართველოს, ყველა უბნის შედეგები და ახლა განვმარტავ რატომ - თქვენს წინაშეა კადრები, სადაც ჩანს, “ქართული ოცნების” კომისიის წევრები როგორ ამეცადინებენ თავიანთ ამომრჩეველს ხმის მიცემის პროცესში და ეუბნებიან, რომ მეორე მხარეს გამოჩნდება აუცილებლად, ეს იყო არჩევნებამდე.
ეს უკვე არის გუშინდელი გადათვლის შედეგები, სადაც ყველა ბიულეტენზე ჩანს, როგორ მისცა ამომრჩეველმა ხმა. ეს არის ამომრჩევლის და ადამიანის ფუნდამენტური უფლების, თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლების შელახვა და მას ჰქონდა ტოტალური და მასობრივი ხასიათი. ამიტომაც, ჩვენ ვთვლით, რომ არავის არ აქვს შესაძლებლობა დღეს, განსაზღვროს, ვინ გააკეთა ამ ქვეყანაში თავისუფალი არჩევანი და ვინ ვერ გააკეთა.
ამიტომ მივმართავ გიორგი კალანდარიშვილს, დღეს ჩემს საპასუხოდ არ დააყენოთ თქვენი პრესსამსახურის ქალბატონი და არ თქვათ, რომ ამ ბიულეტენს ფარავდა კონვერტი, რადგან ერთი მცირე დეტალია ამ პროცესში, ყველას ასწავლიდით, რომ აუცილებელია, ბიულეტენი გადააბრუნოთ და ისე შეაცუროთ, მაგრამ ფარულობას არ იცავდა არცერთი პროცედურა, რადგან გადაბრუნების შემთხვევაშიც ძალიან კარგად ჩანდა, ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა. ამიტომ, ამ გაყალბებას ჰქონდა ტოტალური ხასიათი და შესაბამისად, პერსონალური პასუხისმგებლობა ეკუთვნის გიორგი კალანდარიშვილს.
კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ გადმოგვცენ ბიულეტენის ნიმუში, რომელზეც უკვე ხმა არის მიცემული, იმისთვის, რომ ჩავატაროთ ექსპერტიზა, რამდენად შეესაბამება ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არჩევნებზე მასობრივი ძალადობის და მასობრივად, ტოტალურად ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით.
გარდა ამ საკითხისა, საჩივრებში ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე და ვასაბუთებთ იმას, რომ მასობრივად ასევე არ ხდებოდა მარკირება, რაც იცავს, როგორც წესი, გაორებისგან და ხმების დუბლირებისგან.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აუცილებელია, გადმოეცეს პოლიტიკური პარტიების შექმნილ ჯგუფს ის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრები, რომლებიც შენახულია და დალუქულია, რადგან ეს არის ფიზიკური მტკიცებულება, რომლის გადამოწმებითაც შესაძლებელია იმ რეალური დარღვევების დადასტურება, რაც ჩვენ გვქონდა სახეზე.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ კიდევ ერთხელ, გამოიყენონ თავის გადარჩენის შანსი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, განიხილონ ჩვენი საჩივრები და დააკმაყოფილონ, რადგან ეს ფაქტები არის უტყუარი და იმ შემთხვევაში, თუ არ გადმოგვცემენ ბიულეტენს ექსპერტიზისთვის, ესეც იქნება დადასტურება იმის, რომ ამ პროცესში სახელისუფლებო მანქანა იყო სრულად ჩართული იმისათვის, რომ დაეშინებინა საქართველოს მოქალაქეები არჩევანის გაკეთების დროს“,- განაცხადა კორძაიამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press