ქვეყანა შორდება ევროპულ გზას, მის ღირებულებებს და პრინციპებს. ჩვენი ანგარიში კი სთავაზობს ნათელ გზას კვლავ დაახლოებისთვის,- ამის შესახებ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბარელმა განაცხადა.
„საქართველოში საპარლამენტო არჩევნები სერიოზული დარღვებით აღინიშნება, რაც უნდა იყოს გამძიებული გამჭირვალედ და დამოუკიდებლად. მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას. რომ დამოუკიდებელმა დამკვირებლებმა არ აღნიშნეს, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი. ეს ითხოვს გამოძიებას რათა ნათელი მოჰფინოს იმას თუ რა მოხდა, რა იყო დარღვევების მაშტაბი და როგორ მოახდინა ამან გავლენა შედეგებზე.
ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ კონსოლიდირებულ ტენდენციას. ქვეყანა შორდება ევროპულ გზას, მის ღირებულებებს და პრინციპებს. ჩვენი ანგარიში კი სთავაზობს ნათელ გზას კვლავ დაახლოებისთვის. თუ იქნება საქართველოს ხელისუფლების სურვილი, ჩვენ ვთავაზობთ ნათელ გზას, რომ კვლავ მოხდეს დაახლოება. ეს უნდა იყოს კანონის გაუქმება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რასაც ჰქონდა უარყოფითი გავლენა სამოქალაქო საზოგადოებაზე და მედიაზე, და ასევე ოჯახური ღირებულებების კანონის გაუქმება. ეს იქნება პირველი ნაბიჯები, პირველი მაჩვენებელი საქართველოს მხრიდან შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად. მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ მოვლენებს შემდეგ დღეებში, დაველოდოთ გამოძიებას და ვნახავთ, რომ ნათელი მოეფინება იმ შენიშვნებს, რაც სადამკვირვებლო მისიის მიერ იყო დასახელებული",- ამბობს ბორელი.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press