ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) და სხვა შესაბამის უწყებებს, რომ დროულად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ, გამოასწორონ საარჩევნო დარღვევები,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, დამოუკიდებელი გამოძიება არის აუცილებელი ნაბიჯი საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღდგენისთვის.
"ამ ეტაპზე, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერ არ გამოუცხადებია არჩევნების ოფიციალური შედეგები. ახალი პარლამენტი ჯერ არ შეკრებილა და, შესაბამისად, ახალი მთავრობა არ არის ჩამოყალიბებული. საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებმა აღნიშნეს რამდენიმე დარღვევისა და პოტენციური საარჩევნო კანონის დარღვევის შესახებ არჩევნების დროს.
ამ ეტაპზე, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის უწყებებს, რომ დროულად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ, გამოასწორონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ასევე, ჩვენ გავეცანით საქართველოს პროკურატურის განცხადებებს. საქართველოს მოსახლეობას ესაჭიროება სიცხადე იმის შესახებ, თუ რა მოხდა ამ არჩევნების დროს. ეს დარღვევები უნდა გაირკვეს და გამოსწორდეს. ეს არის აუცილებელი ნაბიჯი საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღდგენისთვის",- განაცხადა ჰერჩინსკიმ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press