ბიძინა პანიკაშია, საქართველოს პრეზიდენტის შეშინებას პოლიტიზებული პროკურატურით ცდილობს,- ამის შესახებ "ძლიერი საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს.
როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, პრეზიდენტი და ქართველი ხალხი დღეს ეროვნულ და ევროპულ არჩევანს აკეთებს.
"ბიძინა პანიკაშია, საქართველოს პრეზიდენტის შეშინებას პოლიტიზებული პროკურატურით ცდილობს. პრეზიდენტი და ქართველი ხალხი დღეს ეროვნულ და ევროპულ არჩევანს აკეთებს, ბიძინა და მისი კორუმპირებული მთავრობა კი რუსეთის და პუტინის მონა-მორჩილები არიან!
ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხი გაიმარჯვებს პრეზიდენტთან ერთად. წინ ევროპისკენ, არცერთი ნაბიჯი უკან! ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია!",- წერს ხაზარაძე.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press