უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოსთან დაკავშირებით შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტენსონის განცხადებას ეხმაურება.
როგორც ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, კრისტენსონმა „დავალება ვაშინგტონისგან მიიღო“.
„შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი მადანაშაულებს საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმოდგენაში. მას აშკარად ვაშინგტონმა დაავალა, ასე გაეკეთებინა. რა სამწუხაროა“,- წერს ორბანი.
შეგახსენებთ, უნგრეთში შვედეთის ელჩი უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებაზე, შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონის კრიტიკა გახდა.
28-29 ოქტომბერს, თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ორბანმა განაცხადა, რომ საქართველოში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. მის განცხადებებს კრისტერსონი გამოეხმაურა და თქვა, რომ უნგრეთის მთავრობის მეთაური ევროპის ქვეყნების სახელით არ ლაპარაკობს.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press