ორშაბათს, საღამოს 7 საათზე, რუსთაველზე შევიკრიბებით,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა საგანგებო, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ აღნიშა, ოპოზიციას სურს, რომ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენოს, რომ არ აღიარაბენ არჩვენებს.
ამასთან ხოშტარიას თქმით, ოპოზიციის ლიდერები ადგილზე წარადგენენ იმ კონკრეტულ მექანიზმებს, რითაც აპირებენ დაპირისპირებას.
"ორშაბათს, 7 საათზე, რუსთაველზე, ჩვენ გვინდა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვანახოთ, რომ არა უბრალოდ არ ვაღიარებთ არჩვენებს, არამედ აი ის ხალხი, ქართული საზოგადოება, რომელიც პრეზიდენტის დიდი, საამაყო ლიდერობით შეიკრიბა რუსთაველზე, ისევ შევიკრიბოთ და ვთქვათ: ჩვენ ვიცით, რა ჩაიდინეთ, ჩვენ ვიცით, ის კრიმინალი, რომელიც თქვენ განახორციელეთ და არ გაპატიებთ ამ კრიმინალს. იქვე წარგიდგენთ იმ კონკრეტულ მექანიზმებს, რითიც ვაპირებთ ამასთან დაპირისპირებას",- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press