მთელი წინასაარჩევნო კამპანია ეყრდნობოდა შიშს და ზეწოლას, რასაც მხარს უბამდა რუსული პროპაგანდა,- ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის მკვლევარი ლორა თორნტონი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, არჩევნების დღესთან დაკავშირებული ანგარიშები შემაშფოთებელია.
„საარჩევნო უბნების გახსნამდეც კი, [საარჩევნო] პროცესთან დაკავშირებით ძალიან დიდი ეჭვი მქონდა. შემდეგ ვნახეთ ანგარიშები არჩევნების დღესთან დაკავშირებით, რაც საკმაოდ რადიკალური იყო. ხმების ჩაყრა, დამკვირვებლების უბნებიდან გაძევება, ზეწოლა, ხალხის მობილიზება საარჩევნო უბნებთან, ძალადობის შემთხვევები, ხმის მრავალჯერადად მიცემა და ა.შ. ეს ძალიან შემაშფოთებელია.... ძალიან დიდი სხვაობა ვნახეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებსა და ეგზიტპოლებს შორის, რომელიც სამმა სხვადასხვა სანდო ორგანიზაციამ ჩაატარა. 10-პუნქტიანი განსხვავება ვნახეთ და ეს 10 პუნქტია, რაც წყვეტს, ვინ ჩამოაყალიბებს მთავრობას. ასე რომ, ესეც ძალიან შემაშფოთებელია... არ მგონია, რომ 2024 წლის [სიტუაცია] იგივეა, რაც 2020 წლის. ვფიქრობ, საქართველოს დემოკრატია მას შემდეგ მკვეთრად დაეცა. არასდროს შევთავაზებდი ოპოზიციას, რა უნდა გააკეთონ, ან რა არა, მაგრამ მგონია, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციამ საკუთარ თავს ჰკითხოს, რას მიიღებენ ისინი პარლამენტში შესვლით. შეძლებენ კი, ამით სერიოზული მიზნების მიღწევას? ეს ძალიან სერიოზული შეკითხვაა და არ ვარ დარწმუნებული, რამდენად ჰქონდა ოპოზიციას საშუალება, ბოლო 4 წლის განმავლობაში, საპარლამენტო საქმინობაში რეალურად ჩართული ყოფილიყო . მაგალითად, მათი აზრი სრულად არ გაითვალისწინეს ცესკოს თავმჯდომარის არჩევისას. თუ რეალური სარგებელი არ ექნება [პარლამენტში შესვლას], მაშინ ეს სერიოზული არგუმენტია",- აცხადებს თორნტონი.
„საარჩევნო უბნების გახსნამდეც კი, [საარჩევნო] პროცესთან დაკავშირებით ძალიან დიდი ეჭვი მქონდა. შემდეგ ვნახეთ ანგარიშები არჩევნების დღესთან დაკავშირებით, რაც საკმაოდ რადიკალური იყო. ხმების ჩაყრა, დამკვირვებლების უბნებიდან გაძევება, ზეწოლა, ხალხის მობილიზება საარჩევნო უბნებთან, ძალადობის შემთხვევები, ხმის მრავალჯერადად მიცემა და ა.შ. ეს ძალიან შემაშფოთებელია....
ძალიან დიდი სხვაობა ვნახეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებსა და ეგზიტპოლებს შორის, რომელიც სამმა სხვადასხვა სანდო ორგანიზაციამ ჩაატარა. 10-პუნქტიანი განსხვავება ვნახეთ და ეს 10 პუნქტია, რაც წყვეტს, ვინ ჩამოაყალიბებს მთავრობას. ასე რომ, ესეც ძალიან შემაშფოთებელია...
არ მგონია, რომ 2024 წლის [სიტუაცია] იგივეა, რაც 2020 წლის. ვფიქრობ, საქართველოს დემოკრატია მას შემდეგ მკვეთრად დაეცა. არასდროს შევთავაზებდი ოპოზიციას, რა უნდა გააკეთონ, ან რა არა, მაგრამ მგონია, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციამ საკუთარ თავს ჰკითხოს, რას მიიღებენ ისინი პარლამენტში შესვლით. შეძლებენ კი, ამით სერიოზული მიზნების მიღწევას? ეს ძალიან სერიოზული შეკითხვაა და არ ვარ დარწმუნებული, რამდენად ჰქონდა ოპოზიციას საშუალება, ბოლო 4 წლის განმავლობაში, საპარლამენტო საქმინობაში რეალურად ჩართული ყოფილიყო . მაგალითად, მათი აზრი სრულად არ გაითვალისწინეს ცესკოს თავმჯდომარის არჩევისას. თუ რეალური სარგებელი არ ექნება [პარლამენტში შესვლას], მაშინ ეს სერიოზული არგუმენტია",- აცხადებს თორნტონი.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press