Foto

ოკუპანტი ქვეყანა მიიწევს და მიიწევს წინ მის ქვეყანაში და აქეთ იძახის, „საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვაო“ - მდინარაძე უკრაინის პრეზიდენტზე

გამოდის უკრაინის პრეზიდენტი და „საქართველოში გაიმარჯვა რუსეთმაო“ და მასთან მიიწევს წინ [რუსეთი]. ოკუპანტი ქვეყანა მიიწევს და მიიწევს წინ მის ქვეყანაში და „საქართველოში იმარჯვებსო“ - აქეთ იძახის,- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას.

როგორც მდინარაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, „ამ მიმართულებით ცივილიზებულ სამყაროს უბედურება სჭირს“.

„რუსეთში გაქცევა აღარ დაგვჭირდა - ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ და ამიტომ. არ მოუტყუებია ხაზარაძეს, ახლა ვართ ჩელიაბინსკში. ვერ ხვდებით, რომ ჩელიაბინსკში ხართ? თქვენ თბილისში გგონიათ თქვენი თავი?...

„რუსული, რუსული, რუსული“ - მე მგონი, ამ სიტყვის ასეთი მოყვარული ხალხი, როგორც „ნაცაგენტურაშია“, მსოფლიოში არ არსებობს. მსოფლიო რეკორდსმენები არიან სიტყვა „რუსულის“ ხსენებით. და მერე მეორე მხარე აქვს ამ ყველაფერს. „რუსეთის საქართველოში იმარჯვებს“ - რუსეთი საქართველოში კი არ იმარჯვებს, სამწუხაროდ, უკრაინაში მიიწევს წინ, ძალიან სამწუხაროდ. არ მინდა ხოლმე, ამ თემას შევეხო - გამოდის უკრაინის პრეზიდენტი და „საქართველოში გაიმარჯვა რუსეთმაო“ და მასთან მიიწევს წინ [რუსეთი]. უბედურება სჭირს ცივილიზებულ სამყაროს ამ მიმართულებით. ოკუპანტი ქვეყანა მიიწევს და მიიწევს წინ მის ქვეყანაში და „საქართველოში იმარჯვებსო“ - აქეთ იძახის“,- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

შეგახსენებთ, 30 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში ჩატარებულ საპარალამენტო არჩევნებს გამოეხმაურა და თქვა, რომ „საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვა“.