საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული რუსეთს და ინფორმაცია, რეალობა აქვს ოკუპირებული - 40%-მდე ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, „ნაცაგენტურას“ - ორივე ოკუპანტია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა, „ნაცაგენტურას“ ოკუპირებული საზოგადოების გონებს აქვს.
„ჩვენი ოპონენტები, აქაური „ნაცაგენტურა“ რას აკეთებს, იცით? რუსეთის ძლევამოსილებაზე ლაპარაკობს დილიდან საღამომდე. საქართველოში, თურმე სპეცსამსახურები ერევიან, ეს არჩევნებიც მათ ჩაატარეს - რა მაგრები არიან რუსები. ანუ ირიბად ამაზე ლაპარაკობენ - რა მაგრები არიან, 300 ათასი ხმის გაყალბებაში მოგვეხმარნენ. და თვითონ არიან ევროპელები - მოკვლა, გაუპატიურება ქალის თუ მამაკაცის, ტელევიზიების დახურვა - ეს არის ევროპული საქმე და დემოკრატია, ევროპისკენ სვლა რეალური - ეს არის რუსული საქმე და რუსული სპეცსამსახურები „ალაგებენ“, თურმე საქართველოში - რა მაგრები არიან, წარმოგიდგენიათ?“ რამხელა საქმე „დაგვილაგეს“ აქ? ამომრჩეველს არ ვეხები, მაგრამ მართლა მიკვირს, თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც ამას იჯერებს... სამწუხაროა ძალიან, ამას რომ გაჯერებენ, მეგობრებო, ვინც კი დარჩით ამ ქვეყანაში - რომ რუსული ხელისუფლება გვყავს თითქოს - ეს არის ძალიან სამწუხარო. თქვენი გონება აქვთ ოკუპირებული. საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული რუსეთს და ინფორმაცია, რეალობა აქვს ოკუპირებული - 40%-მდე ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, „ნაცაგენტურას“ - ორივე ოკუპანტია. რუსეთიც ხომ ოკუპანტია და ბინძურად თამაშობს გეოპოლიტიკურ თამაშებს ოკუპაციის სახით, მათ შორის საქართველოში, უკრაინაში და ა.შ. ასევე, ბინძურად თამაშობს ის ხალხი, ადამიანების გონებაზე, ინფორმაციაზე, სიმართლესა და ობიექტურობაზე, რომელსაც 30-40%-მდე აქვს ოკუპირებული საღი აზრის. ორივე საშინელებაა“,- ამბობს მდინარაძე.
„ჩვენი ოპონენტები, აქაური „ნაცაგენტურა“ რას აკეთებს, იცით? რუსეთის ძლევამოსილებაზე ლაპარაკობს დილიდან საღამომდე. საქართველოში, თურმე სპეცსამსახურები ერევიან, ეს არჩევნებიც მათ ჩაატარეს - რა მაგრები არიან რუსები. ანუ ირიბად ამაზე ლაპარაკობენ - რა მაგრები არიან, 300 ათასი ხმის გაყალბებაში მოგვეხმარნენ. და თვითონ არიან ევროპელები - მოკვლა, გაუპატიურება ქალის თუ მამაკაცის, ტელევიზიების დახურვა - ეს არის ევროპული საქმე და დემოკრატია, ევროპისკენ სვლა რეალური - ეს არის რუსული საქმე და რუსული სპეცსამსახურები „ალაგებენ“, თურმე საქართველოში - რა მაგრები არიან, წარმოგიდგენიათ?“ რამხელა საქმე „დაგვილაგეს“ აქ?
ამომრჩეველს არ ვეხები, მაგრამ მართლა მიკვირს, თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც ამას იჯერებს... სამწუხაროა ძალიან, ამას რომ გაჯერებენ, მეგობრებო, ვინც კი დარჩით ამ ქვეყანაში - რომ რუსული ხელისუფლება გვყავს თითქოს - ეს არის ძალიან სამწუხარო. თქვენი გონება აქვთ ოკუპირებული.
საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული რუსეთს და ინფორმაცია, რეალობა აქვს ოკუპირებული - 40%-მდე ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, „ნაცაგენტურას“ - ორივე ოკუპანტია. რუსეთიც ხომ ოკუპანტია და ბინძურად თამაშობს გეოპოლიტიკურ თამაშებს ოკუპაციის სახით, მათ შორის საქართველოში, უკრაინაში და ა.შ. ასევე, ბინძურად თამაშობს ის ხალხი, ადამიანების გონებაზე, ინფორმაციაზე, სიმართლესა და ობიექტურობაზე, რომელსაც 30-40%-მდე აქვს ოკუპირებული საღი აზრის. ორივე საშინელებაა“,- ამბობს მდინარაძე.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press