აქციებში მონაწილეობას მივიღებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთაა,- ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მეზვრიშვილის თქმით, პარტია "გახარია საქართველოსთვის" იქნება ყველგან, სადაც ხმების დაცვისთვის ყოფნაა საჭირო.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ როგორც შეგვიძლია, ოპოზიციას ვეხმარებით, მათ შორის ვეხმარებით იმ მტკიცებულებებით, რომელიც ჩვენმა საარჩევნო გუნდმა მოიპოვა. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება, სადაც ჩვენი ამომრჩეველი ჩათვლის, რომ საჭიროა ყოფნა ხმების დაცვისთვის და იმისთვის, რომ მოპარული ხმები უკან დავაბრუნოთ. ეს არის ახლა ჩვენი პირველი ამოცანა. სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს, მაგრამ თუ ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომ ჩვენ აქციებზე უნდა ვიყოთ, ჩვენ ბუნებრივია , შევასრულებთ ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთას. ასე იყო წინა აქციაზეც.
მე არა მგონია, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს და რაღაც იდეაფიქსი იყოს, ვიღაც სცენაზე იდგება პარტიიდან, თუ არ იდგება. კიდევ ერთხელ ვამბობ, მაქსიმალურ ამ პროცესს ვეხმარებით, სხვა ოპოზიციურ პარტიებს ვეხმარებით, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვან მტკიცებულებების მიწოდებით. გუშინ, მაგალითად, შეხვედრა იყო და ვიმყოფებოდი საღამოს შეხვედრაზეც და მტკიცებულებების შეგროვებასთან დაკავშირებული შეხვედრა იყო და ამ შეხვედრაშიც ჩვენი წარმომადგენელი მონაწილეობას იღებდა და კიდევ ერთხელ ვამბობ, აქციებშიც ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ, იმიტომ, რომ ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა არის ეს",- განაცხადა მეზვრიშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press