ოპოზიციის წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ და არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების მტკიცებულებები წარუდგინეს.
როგორც შეხვედრის შემდეგ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური და მისი საერთაშორისო საზოგადოების მიერ მისი ლეგიტიმაცია შეუძლებელია და არ მოხდება.
"დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან ინფორმატიული. ძალიან ბევრი რამ გაიგეს. ჩვენ წარვუდგინეთ მათ ძალიან მყარი არგუმენტები და ის დარღვევები, რომელიც ყოველდღიურად შემოდის. მე დაგპირდით, რომ ყველა ჩვენი თითოეული ხმის დაცვისთვის ვიბრძოლებთ და ამას ვაკეთებთ ინტენსიურად. არ ჩერდება მუშაობა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება და მათი ჩართულობა. ისინი კმაყოფილები წავიდნენ. უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვდით, ხვალ ზეგ და მაზეგ. იმიტომ რომ ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური და მისი საერთაშორისო საზოგადოების მიერ მისი ლეგიტიმაცია შეუძლებელია და არ მოხდება",- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
შეხვედრაზე "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არცერთი ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ შევა.
"კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, იმას რომ იზოლაციაში ვტოვებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ხელისუფლების ავტორებს - "ქართული ოცნების" სახით და არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში.
ოპოზიციასთან შეხვედრაზე 14 საელჩოს წარმომადგენელი და 6 ქვეყნის ელჩი იმყოფებოდა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press