ბაიდენის პოლიტიკამ რუსეთი და ჩინეთი გააერთიანა, რაც ძალიან სახიფათოა,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპის თქმით, მას შეუძლია რუსეთის და ჩინეთის კვლავ განცალკევება.
“ერთი რამ, რაც არასდროს გვინდოდა, გვეხილა, არის რუსეთის და ჩინეთის გაერთიანება. ჩვენ გავაერთიანეთ ისინი. ბაიდენმა გააერთიანა ისინი. ეს სირცხვილია და სისულელეა, რაც გააკეთეს. მე მომიწევს მათი დაშორება. ვფიქრობ, რომ მე შემიძლია ამის გაკეთება. ისინი ბუნებრივი მტრები არიან, რადგან რუსეთს აქვს უზარმაზარი მიწა და ეს ჩინეთს სჭირდება. ჩინეთს არ აქვს მიწა მოსახლეობისთვის. ისინი ბუნებრივი მტრები არიან და ჩვენ დავუშვით მათი ერთად ყოფნა. ეს ძალიან სახიფათო რამ არის”,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press