Foto

რუსეთმა ხარკოვის პოლიციის შენობაზე სარაკეტო იერიში მიიტანა - დაღუპულია ერთი და დაშავებულია 26 ადამიანი

რუსეთის ძალებმა ხარკოვის პოლიციის შენობაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს

მედიის ცნობით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია 26 ადამიანი, მათ შორის, 4 სამოქალაქო და 22 სამართალდამცველი პირია.

ეროვნული პოლიციის მეთაურის, ივან ვიგოვსკის თქმით, პოლიციის შენობაზე თავდასხმა, სავარაუდოდ, С-300 ტიპის ორი რაკეტით განხორციელდა.